უკრაინაში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღეა

დღეს, უკრაინაში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღეა.  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში მდებარე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„ყოველწლიურად, 29 აგვისტოს, ჩვენ უკრაინისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, მთლიანობისთვისა და უკრაინის უფლებებისთვის, თავისუფალ ერებს შორის ყოფნის შესაძლებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივს მივაგებთ. დღეს გულწრფელი პატივისცემა, ცრემლები და დუმილი დაღუპულების პატივსაცემად ნებისმიერ სიტყვებზე ხმამაღლა ჟღერს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახების წევრებს „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენები გადასცა.