ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კარი რუსმა სამხედროებმა აჭედეს

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალთან,  ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კარი, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, თუნუქის ფირფიტით აჭედეს. ფოტო და ვიდეო მასალა ,,ანტისაოკუპაციო მოძრაობამ”, 28 აგვისტოს, ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა.

გვიანფეოდალური ხანის სამლოცველო ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა სოფელ კირბალთან ახლოსაა.

2018 წლამდე, კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტისა და ბერშუეთის მცხოვრებელები, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშთან, ყოველწლიურად, რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ. 2018 წელს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტერიტორია ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ცხელი ხაზის მეშვეობით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს, საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.

 

 


სოფელ ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის დიდგვაროვანის სამარხი აღმოაჩინეს

სოფელ ხიდისთავის თავზე მიწის კარიერი გაკეთდა

გორში სანთლების აქცია გაიმართა

საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ ფიცესის მემკვიდრეობაა

პოდკასტი