ბესლანის ტრაგედიიდან 19 წელი გავიდა

2004 წლის 1 სექტემბერის დილას, ქალაქ ბესლანში, №1 სკოლის მოსწავლეები, მშობლები, ნათესავები და მასწავლებლები, რომლებიც ახალი სასწავლო წლის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, ისლამისტი სამხედროების ჯგუფმა მძევლად აიყვანა. 32-მა შეიარაღებულმა პირმა სკოლის შენობა შტურმით აიღო. სამი დღის განმავლობაში, ტერორისტებს სკოლის შენობაში 1100 ადამიანი ჰყავდათ გამომწყვდეული, რომელთა უმეტესობაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყვნენ დანაღმულნი. მძევლები გაუსაძლის სიცხეში,  უმძიმეს პირობებში იმყოფებოდნენ. მათ ეკრძალებოდათ როგორც საკვების მიღება, ასევე წყლის დალევა. საბოლოოდ, სკოლა სპეცდანიშნულების ძალებმა  შტურმით აიღეს, რომლის შედეგად 350 მძევალი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლებიც. 500-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, მოკლეს 31 ტერორისტი, ერთი კი ცოცხლად აიყვანეს. მსოფლიო ისტორიაში, ბესლანის ტერაქტი  ყველაზე შემზარავი ტერორისტული აქტი იყო, რომელიც, 3 სექტემბერს, უდიდესი ტრაგედიით დასრულდა.

ფელიქს ტოტიევი 6 შვილიშვილის საფლავთან.


პოდკასტი