ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
5 სექტემბრს, საუდის არაბეთში ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები, საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას ხვალიდან დაიწყებს. ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, ქართველი ძალოსნები, ჩემპიონატზე, პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვისაც იბრძოლებენ.
ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატს საუდის არაბეთი 17 სექტემბერამდე უმასპინძლებს.