სტუდენტები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღებისას 5-10 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ
სტუდენტები პირადობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღებას ახალი, შეღავათიანი ტარიფით შეძლებენ, კერძოდ, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სტანდარტულ ფასთან შედარებით 10%-ით ნაკლებს, 60 ლარის ნაცვლად 50 ლარს, ხოლო ბიომეტრიული პასპორტის აღების შემთხვევაში 5%-ით ნაკლებს, 150 ლარის ნაცვლად 142 ლარსა და 50 თეთრს გადაიხდიან.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს შევიდა.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებას’’- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს .
ცვლილებების მიხედვით, გარკვეულ დოკუმენტებზე სტანდარტული გადასახადისგან გათავისუფლდებიან და 5-10 პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, აქტიური სტუდენტური სტატუსის მქონე პირები, რომელთა პირადობის მოწმობაზეც „სტუდენტი“ არის აღნიშნული.
ავტორი: თაკო ბოკუჩავა