სწავლის დაფინანსების მიზნით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

დღეიდან, თბილისის მერია, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ სტუდენტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე  მიმართა, რომ თბილისის მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია დროულად წარადგინონ.

„მინდა, მივმართო სტუდენტებს. ვინც ხვდებით აღნიშნულ პროგრამაში, იაქტიურეთ. დაფინანსების მისაღებად, 30 ნოემბრის ჩათვლით, სტუდენტებმა თბილისის მერიაში  უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია. განცხადების შეტანა, ასევე, შესაძლებელია თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებსა ან ელექტრონულ პლატფორმაზე www.ms.gov.ge. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.


„თბილისობის“ დღესასწაულს ეთნოგრაფიული მუზეუმიც შეუერთდება

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ

საერთაშორისო ფესტივალს ,,ივერია ბრილიანტი“ ამჯერად რაჭა უმასპინძლებს

სიმონ პეტრიდისი რეგიონებში შეხვედრებს მართავს

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ამჯერად ხაშურში გაიხსნა

პოდკასტი