ისრაელში ბიბლიური ადგილი აღმოაჩინეს

ის­რა­ელ­ში, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი­სას, ბიბ­ლი­უ­რი ად­გი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს  ის ადგილია, სადაც იესო ქრის­ტემ ბრმა გან­კურ­ნა. ნა­პოვ­ნია სი­ლო­ა­მის ემ­ბა­ზი, რო­მე­ლიც 2000 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უდაბ­ნო­ში იყო და­მარ­ხუ­ლი. ბიბ­ლი­უ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის მიხედვით, სწორედ სი­ლო­ა­მის ემ­ბაზ­თან გან­კურ­ნა იესო ქრის­ტემ უსი­ნათ­ლო.

ბიბლიური ად­გი­ლი ის­რა­ე­ლის სიძ­ვე­ლე­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბი­სა და და­ვი­თის ქა­ლა­ქის ფონ­დის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­თხრე­ბის დროს იპო­ვეს. ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, სი­ლო­ა­მის ემ­ბა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­იხ­სნე­ბა.

,,იმ დრო­ში ვცხოვ­რობთ, როცა ბიბ­ლი­უ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და სიძ­ვე­ლე­ე­ბი ზე­და­პირ­ზე ამოვიტანოთ, ვუ­ყუ­როთ და შე­ვე­ხოთ მათ, ამ ად­გი­ლებ­ზე ვი­ა­როთ, ეს მხო­ლოდ რწმე­ნის სა­კი­თხი აღა­რაა, ეს უკვე ფაქ­ტია, რო­მე­ლიც აქ, და­ვი­თის ქა­ლაქ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ

და­ვი­თის ქა­ლაქ­ში (ბიბ­ლი­უ­რი იე­რუ­სა­ლი­მის ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლი) მიმ­დი­ნა­რე გა­თხრე­ბი – განსაკუთრებით სი­ლო­ა­მის აუ­ზისა და მომ­ლოც­ველ­თა გზის, ებ­რა­ე­ლე­ბი­სა და ქრის­ტი­ა­ნე­ბის იერუსალიმთან თით­ქმის სა­მი­ა­თას­წლო­ვან კავ­შირ­ზე მი­უ­თი­თებს”,- გა­ნუ­ცხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურთი­ერ­თო­ბე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა ზეევ ორენშტა­ინ­მა Fox News-ს.

გადმოცემის მიხედვით, სი­ლო­ა­მის აუზი და­ახ­ლო­ე­ბით 2700 წლის წინ, ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე VIII სა­უ­კუ­ნე­ში, მეფე ეზე­კი­ას მე­ფო­ბის დროს აშენ­და და ის იე­რუ­სა­ლი­მის წყლის სის­ტე­მის ნა­წი­ლი იყო. მშე­ნებ­ლებ­მა და­ვი­თის ქა­ლა­ქის ქვეშ 1750 ფუტი (534 მეტ­რი) სიგ­რძის გვი­რა­ბი გა­იყ­ვა­ნეს, რათა გიჰო­ნის წყა­რო­დან წყა­ლი ამო­ე­ტა­ნათ.

 

ლიკა მაჩხანელი


ვინ იყო ქალი, რომლის სამარხშიც 5000 წლის წინანდელი ღვინო აღმოაჩინეს

„მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

სოფელ ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის დიდგვაროვანის სამარხი აღმოაჩინეს

სტუდენტები ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობენ

სტუ-ს სტუდენტ-არქეოლოგთა ჯგუფი მნიშვნელოვანი აღმოჩენის თანამონაწილე გახდა

პოდკასტი