გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი 10 %-ით იზრდება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი 10 %-ით იზრდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები და ცენტრალური სადისპეტჩეროს 4000 – მდე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს ოქტომბრის თვიდან მიიღებს. ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ინფორმაცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის – 2536 ლარი, პარამედიკოსის – 2184 ლარი, მოტომედიკოსის – 2184 ლარი, უმცროსი ექიმის – 1800 ლარი, ექთნის- 1664 ლარი, მძღოლის – 1520 ლარი, დისპეტჩერის – 1392ლარი, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის – 1648 ლარი, ცვლის უფროსის – 2560 ლარი, ცვლის უფროსის მოადგილის -2128 ლარი, ოპერატორის კი 1024 ლარი.
აღსანიშნავია, რომ უკვე გაუმჯობესდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა.