„მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
რამდენიმე წლის წინ, „მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსი, თავისი განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ინტერესის სფეროში მოექცა. მეექვსე წელია, კომპლექსში არქეოლოგიური სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. არქეოლოგიურ გათხრებს არქეოლოგიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.
დღეს, მკვლევართა ჯგუფს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია ესტუმრა და „მაჩხომერზე“ მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს პირადად გაეცნო.
,,მაჩხომერის’’ არქიტექტურული კომპლექსი ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლია. აქ აღმოჩენილი წარწერების მიხედვით, იგი IV-VI საუკუნის შუა ხანებით თარიღდება, თუმცა, შესაძლებელია, კვლევის პროცესში ძეგლი კიდევ უფრო დაძველდეს.
ერთ-ერთი ნაგებობის გათხრების დროს, ,,მაჩხომერის“ გორაზე ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები, აკლდამა, 26 მინის ჭურჭელი და მარმარილოს ფილა აღმოჩნდა, რომელზეც ორი მტრედი და ჯვარია გამოსახული.
ლიკა მაჩხანელი