დევნილებისა და ეკომიგრანტების ბიზნესს სახელმწიფო 7500 ლარის ფარგლებში დააფინანსებს​

​დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების მხარდასაჭერად 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 50-ზე მეტი მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში მიიღება: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, კოსტავას ქ. N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

ბიზნესგეგმის და თანდართული დოკუმენტაციის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge.

ლელა დევდარიანი


“ჯორჯ ბუშმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა“ – მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

31 მარტი ისტორიული რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა

ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი “ჯულიარდის სკოლაში” ისწავლის

31 მარტის ამინდის პროგნოზი

გერმანიაში ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – “მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი”

პოდკასტი