გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია
![](https://24media.ge/wp-content/uploads/2-3.jpg)
საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფკავშირმა (UNFP) ლიგა 2-ის მთავარ პრიზებზე ნომინირებული ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ვინაობა უკვე გამოავლინა. გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2- ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
,,ლიგა 1-ში დასაბრუნებლად, ბოლო ტურში ,,ბასტიასთან“ მატჩის მოგება დაგვჭირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბს, რომელიც მენდობა. ასევე იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ხმა მომცეს“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ დაჯილდოების შემდეგ.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ ეტაპზე, მიქაუტაძე „კანის“ შემტევს, ალექსანდრე მენდის 4 ბურთით უსწრებს.
გამორჩეულ მოთამაშეებს, საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფკავშირი (UNFP) ყოველი სეზონის ბოლოს აჯილდოებს.
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)