ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა
![](https://24media.ge/wp-content/uploads/377125565_711195897489789_1024865834629460795_n.jpg)
ხვიჩა კვარაცხელია ,,ფიფა“-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული. ამასთან დაკავშირებით, ცნობილმა იტალიურმა ვებგვერდმა ,,football-italia“-მ წერილი გამოაქვეყნა:
„ნაპოლის“ ვარსკვლავები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ,,ფიფა“-ს წლის საუკეთესო მამაკაცის ჯილდოზე წარდგენილ 12 ნომინანტთა შორის არიან. გასულ სეზონში, „პარტენოპეი“, ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული გუნდი იყო. იოლად ავიდა სერია A-ს ცხრილის სათავეში და ჩემპიონთა ლიგაზე, „მილანთან“ მეოთხედფინალამდე შესანიშნავი თამაში აჩვენა. ოსიმენი და კვარაცხელია სპალეტის „ნაპოლის“ ორი გამორჩეული ვარსკვლავი იყო. პირველი 36, მეორე კი 31 გოლის შექმნაში მონაწილეობდა“,- ნათქვამია წერილში.
ცნობისათვის, ,,The Best Men’s Player“-ის პრიზის ამჟამინდელი მფლობელი ლიონელ მესია.
ამ და სხვა ნომინაციებში გამარჯვებულს გულშემატკივარები, ჟურნალისტები, ნაკრებების კაპიტნები და მწვრთნელები ,,ფიფა“-ს ვებგვერდზე ხმის მიცემით გამოავლენენ. ხმის მიცემა უკვე დაიწყო და გულშემატკივრები პოზიციის დაფიქსირებას 6 ოქტომბრამდე შეძლებენ.
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)