საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ
![](https://24media.ge/wp-content/uploads/shamilashvili.jpg)
საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური ლიცენზიების ქულებიც თამაშდება, საქართველოს ნაკრებიდან პირველი რამინ შამილიშვილი გამოვიდა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში თავი 112 კილოგრამს გაართვა და მე-7 ადგილზე გავიდა, აკვარში კი შამილიშვილმა 131 კილოგრამი დაძლია და მე-11 საფეხური დაიკავა. ორჭიდში მოგროვილი 243 კილოგრამით სპორტსმენს მე-7 ადგილი ერგო.
დღეს, მსოფლიო ფიცარნაგზე გოდერძი ბერდელიძეც წარდგა. ქართველმა ძალოსანმა B ჯგუფის ატაცში მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა 123/ 126 / 130 კგ. წარმატებით დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. ბერდელიძემ აკვრაში თავი 150 კილოგრამს გაართვა და მე-17 საფეხურზეა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 280 კილოგრამით მე-9 ადგილი დაიკავა.
საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი შოთა მიშველიძე იასპარეზებს.
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)