საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა
![](https://24media.ge/wp-content/uploads/kalatburti-2.jpg)
მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა და მატჩი შემდეგი შემადგენლობით – რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკდაფენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი დაიწყო.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელად გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია დასახელდა. სპორტსმენმა 25 ქულა მოიპოვა, მის ანგარიშზეა 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა.
მომდევნო ეტაპზე, საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება. ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)