დედაქალაქში საკუთრება კიდევ 218 ოჯახს დაუკანონდება

თბილისის მერია საცხოვრებელი ფართს ოჯახებს, როლებიც დაუკანონებელ ბინებში, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობას კიდევ 218 ოჯახს  გადასცემს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ ეტაპზე, სამგორის რაიონში ქონება დაუკანონდა 77 ოჯახს. ვაკის რაიონში საკუთრებაში ფართები 57  ოჯახს გადაეცემა, ნაძალადევის რაიონში – 26 ოჯახს, გლდანში – 31 ოჯახს,  საბურთალოს რაიონში – 21-ს,  ისანში – ხუთს,  ჩუღურეთის რაიონში – ერთ ოჯახს.

“დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემა მნიშვნელოვანი პროგრამაა. მისი განხორციელება 2017 წლიდან დავიწყეთ. მოქალაქეებმა, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ, თავიანთი რაიონების გამგეობებს უნდა მიმართონ, წარადგინონ შესაბამისი საბუთები, რათა დაიწყონ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სალომე ხომასურიძე


საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

4 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

ტაქსის უვადო ნებართვის არგამოყენების შემთხვევაში საურავი დღეში 3 ლარია – რეფორმის III ეტაპი

“აბა, გაბედე და დონორი ქვეყნის ფული არასწორად დახარჯე, ჰაერში აგწევენ” – ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან

TikTok-ის გამოყენება ბრიტანეთის მთავრობის წევრებსაც აეკრძალათ

პოდკასტი