“დრიფტი” იკრძალება, ჯარიმები 2000 ლარამდე იზრდება

რას შეეხება ცვლილებები?
ცვლილებები ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას, როგორც სიჩქარის გადაჭარბებაზე, ისე ხმაურის რეგულირების კუთხით.

პარლამენტის გადაწყვეტილებით:
⚠️სატრანსპორტო საშუალება, რომლის მართვისაც წარმოქმნილი ხმაური დასაშვებ ნორმებს აღემატება, დაჯარიმდება 100 ლარით, 10 ქულა დააკლდება მართვის მოწმობის ქულებს.
⚠️ ე.წ. დრიფტი იკრძალება. გამონაკლისია კანონით განსაზღვრული სპორტული ღონისძიებები. ამ შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარია, ხოლო მართვის მოწმობის ქულებს 30 ქულა ჩამოაკლდება.
თუ კი ,,დრიფტის” შედეგად მსუბუქად დაზიანდება სხვა სატრანსპორტო საშუალება, ქონება ან ადამიანი, ჯარიმა 500 ლარს ითვალისწინებს.
⚠️ იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია, ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 50 ლარისა.
⚠️ დადგენილი წესის დარღვევით, ციმციმა სიგნალების გამოყენება, 200 ლარის ნაცვლად 2000 გახდება.
⚠️ რაც შეეხება სიჩქარის გადაჭარბებას, მძღოლის მიერ დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტით მოძრაობის შემთხვევაში, ჯარიმა 150 ლარის ნაცვლად, გახდება 300 ლარი.
⚠️ თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა, მძღოლი 300 ლარის ნაცვლად 400 ლარით დაჯარიმდება.
⚠️ ადამიანის, ავტომობილის ან ქონების მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად 600 ლარი იქნება.
⚠️ხოლო თუ ავარიისას, მძღოლმა შემთხვევის ადგილი დატოვა, ჯარიმა 1500 ლარია და მძღოლს მართვის უფლება 3 წლით შეუჩერდება.
⚠️ ის პირი, რომელიც რეგულარულად ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, 300 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება 400 ლარით.

ინგა ფუტკარაძე


“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

ძაღლის ღია სივრცეში საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე ჯარიმა 150 ლარამდე გაიზრდება

საქართველოში ნაოსნობის უსაფრთხოება კანონმდებლობით დარეგულირდება

მორიგი უბედური შემთხვევა თბილისში – პიტბულმა ამჯერად ბივერ ტერიერი შეიწირა

“დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში” შესწორება შევიდა

პოდკასტი