თბილისში, წერეთლის გამზირზე ელექტროსადენები მიწაში განთავსდება 

თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური და დედაქალაქისთვის მაგისტრალური მნიშვნელობის ქუჩის, აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაცია მომავალი წლის დასაწყისში, საახალწლო დღესასწაულების შემდეგ დაიწყება. სამუშაოები გულისხმობს გამზირის ინფრასტრუქტურის სრულად შეცვლას. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, ასევე, დამონტაჟდება ნარჩენების მიწისქვეშა ურნები.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ასეთი მასშტაბური პროექტის ერთდროულად დაწყება და გამზირის მთლიანად ჩაკეტვა დედაქალაქში ახალ პრობლემებს გამოიწვევს, ამიტომ სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. კერძოდ, პროექტის პირველ ეტაპზე, შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი.  ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, მოწესრიგდება ტროტუარები და მოეწყობა ავტობუსის ზოლები.

აღსანიშნავია, რომ წერეთლის გამზირზე წლებია, არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა, გამზირის დაზიანებული მონაკვეთები ხშირად საცობების მიზეზი ხდება.

დედაქალაქის მერია დაინტერესებულ კომპანიებს მოუწოდებს სარეაბილიტაციო პროექტის ეფექტიანი განხორციელებისთვის გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში აქტიურად ჩაებან.


მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება, ტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეფერხდება

ნიუ-იორკში ავტომობილების მრავალსართულიანი პარკინგი ჩამოინგრა (ფოტო)

პოდკასტი