ავტომობილის რეგისტრაციისა და ნომრის აღების საფასური გასამმაგდება
2023 წლის 1 იანვრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოში, მოქალაქეებს ავტომობილების რეგისტრაციისა და ნომრების ასაღებად სამმაგის გადახდა მოუწევთ.
არლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით:
ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია 35 ლარის ნაცვლად გახდება 100 ლარი.
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის საფასური, მათ შორის დაკარგული ან დაზიანებული ნომრის აღდგენა 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი განისაზღვრა.
კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, რომლის განცხადებით მოქალაქეებისთვის გაზრდილი სერვისის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს შემოსავალს გაზრდის. ამით კი საპატრულო პოლიციის რესურსები გაიზრდება, რაც მათ ეფექტურ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.
თუმცა ისმის კითხვა, რამდენად სამართლიანია აღნიშნული მოქალაქეებისთვის სერვისის გასამმაგების ხარჯზე მოხდეს? მაშინ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი სწორედ მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება.
ინგა ფუტკარაძე