საქართველოს ეროვნული ბანკი გვაფრთხილებს:”მოითხოვეთ ქვითარი”!
საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტებით არ ისარგებლონ.
საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ რეგისტრირებულ სავალუტო პუნქტებს მიმართონ, პროცედურის დასრულების შემდეგ კი, ქვითარი აუცილებლად მოითხოვონ.
როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაში ვკითხულბთ, სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსრიდა არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა და მათ მიერ, ვალუტის გადაცვლის ოპერაციების უნებართვოდ წარმოების ფაქტები.
“ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციას, საქართველოს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს. რეგისტრაციის გარეშე ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოება, წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაძლოა, გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა“, – აღნიშნულია ბანკის ოფიციალურ განცხადებაში.
ბანკის წარმომადგენლები მეწარმე სუბიექტებსაც მიმართავენ და უკანონო ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. მომხმარებლებს კი, მეტი სიფრთხილის გამოჩენას სთხოვენ.
ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებლებმა საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელი ხაზით უნდა ისარგებლონ – 2 406 406
სალომე ხომასურიძე