ილია ჭავჭავაძის ძეგლი ბორჯომში ნაგავსაყრელად არის ქცეული

ილია ჭავჭავაძის ძეგლი ქალაქ ბორჯომში

ჟურნალისტი მიშა რობაქიძე, სოციალურ ქსელში ქალაქ ბორჯომში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ არის დაბინძურებული ქართველების მიერ წმინდანად შერაცხული, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ძეგლი.

სამშენებლო ნარჩენები, ძველი ავტობუსები, ნაგავი, მათ შორის საყოფაცხოვრებო. ძნელად წარმოსადგენია რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს ილია ჭავჭავაძესთან.

 “ილია ჭავჭავაძის ძეგლი ბორჯომის გარეუბანში. რა მიზეზით აღმოჩნდა ილია მართლის, წმინდანად შერაცხული დიდი ილიას ძეგლი ასეთ ვითარებაში? ან ბორჯომ- ქალაქს ეკუთვნის თუ არა? ვის ბალანსზეა საერთოდ? შეიძლება აღდგენითი სამუშაოების მოლოდინშია… ცოტა არ იყოს საშიში სურათია – წმინდანი მწყობრიდან გამოსული – დაპრესილი ნაგვის ბუნკერების გარემოცვაში’’, – წერს მიშა რობაქიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მედია სააგენტო “24”-ი სიტუაციაში გარკვევას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში შეეცადა, თუმცა, მათ ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.


ლელა დევდარიანი


დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

მიხეილ მამულაშვილის ცნობილი ბაღი განადგურების ზღვარზეა – უსახურობიდან სილამაზემდე

თბილისში მიუსაფარ ძაღლებს აღრიცხავენ – რეგიონებიდან ცხოველების მიგრაცია იზრდება

“დიდი ჰესებისთვის საკმარისი წყალი არ გვაქვს!” – თეა გოდოლაძე

“რღვევაა იქ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რღვევა ამ ქვეყანაში” – როდის აღდგება რიკოთზე მოძრაობა, უცნობია

პოდკასტი