დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

უძველესი ნაძვი იზრდება შვედეთში, ფულუფჯალეტზე. სახელიც აქვს, ტიკოს ნაძვს ეძახიან. ეს ნაძვი, თუნდაც ძნელი წარმოსადგენია, 9500 წელზე მეტი წლისაა. ნაძვის ასაკი დადგინდა ფესვთა სისტემის რადიოკარბონული ანალიზით. ტიკოს ღერო არ არის ძალიან გამორჩეული, ის სულ რამდენიმე ასეული წლისაა და ხე არ აღემატება 5 მეტრის სიმაღლეს.

როგორც ჩანს, ძველი ხე მოკვდა, მაგრამ გადარჩენილ ფესვებზე ახალი სიცოცხლე აღმოცენდა. ამიტომ, ეს ნაძვი ნამდვილი კლონი ხეა. ის გაიზარდა არა თესლიდან, არამედ უძველესი ფესვიდან. ამ უძველესი ნაძვის ფესვებს ახსოვს ის დრო, რომლის შესახებაც ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით.

 

ჯიომონ სუგი – იაპონიის უძველესი და უდიდესი წიწვოვანი ხე. ის იზრდება კუნძულ იაკუშიმაზე და აღწევს 83 ფუტის სიმაღლეს და 53 მეტრს. მისი რეალური ასაკის დადგენა დებატების საფუძველი გახდა. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ის 2000 წლისაა, სხვები კი ამბობენ, რომ ხის სავარაუდო ასაკი მინიმუმ 7000 წელია. დროს, როდესაც ხე სავარაუდოდ დაიბადა, ეწოდა ჯიომონის პერიოდი (ძვ. წ. 13000 – ძვ. წ. 300), აქედან მოდის მისი სახელი. სწორედ ამ შესანიშნავი ხის გამო შევიდა კუნძული იაკუშიმა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ამავე სახეობის კიდევ ერთი ფიჭვი აღმოაჩინეს კალიფორნიაში, ინიოს ეროვნულ ტყეში. 1957 წელს მისი შესწავლისას ექსპერტებმა ზუსტად დაადგინეს, რომ ის აღმოცენდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2832 წელს და, შესაბამისად, მისი ასაკი იმ დროს 4789 წელი იყო. ხეს მეთუშალას სახელი ეწოდა ერთ-ერთი ბიბლიური პერსონაჟის პატივსაცემად, რომელმაც 969 წელი იცოცხლა. ახლა, პრომეთეს გარდაცვალების შემდეგ, ეს ფიჭვი ითვლება უძველეს ინდივიდუალურ (არაკლონირებულ) ცოცხალ ორგანიზმად ჩვენს პლანეტაზე. უსაფრთხოების მიზნით, მრავალწლოვანი ხის ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია.

ირანში, იაზდის პროვინციაში აღმოაჩინეს კვიპროსის ხე, რომელმაც მიიღო სახელი სარვ-ე-აბარკუ . ზოგჯერ მას ასევე უწოდებენ ზოროატრინა სარვს . ხის ასაკი, ექსპერტების აზრით, დაახლოებით 4000 წელია.

უელსის სოფელ ლანგერნიში მდებარე სამრევლო ეკლესიის ეზოში 4000 წლის უძო იზრდება. 2002 წლის ივნისში, დედოფალ ელიზაბეტ II-ის „ოქროს იუბილეს“ აღსანიშნავად, ეს რელიქვია დიდი ბრიტანეთის ეროვნულ საგანძურად გამოაცხადეს.

შეერთებულ შტატებში Taxodium distichum სახეობის ყველაზე დიდი და უძველესი კვიპაროსი, სახელად სენატორი, მდებარეობს ფლორიდაში, დიდი ხეების პარკში. კვიპაროსს “სენატორი” სახელმწიფო სენატორის – M. O. Overstreet-ის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც ხე და მიმდებარე მიწა პარკს შესწირა. “სენატორის” ასაკი ახლა 3400-3500 წელია.

„გენერალი შერმანი“ ამერიკის შეერთებული შტატების ბინადარია და მისი ნახვა კალიფორნიის შტატში, სეკვოიას გიგანტური ხეების ტყეში შეგიძლიათ. „გენერალი შერმანი“ დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმებიდან ყველაზე გიგანტურის სტატუსს უკვე მრავალი წელია, კერძოდ კი გასული საუკუნიდან ატარებს. მისი სიმღლე 85 მეტრს აღემატება, დიამეტრი კი 11 მეტრი გახლავთ.

1931 წელს, ხის პარამეტრების სხვა გიგანტურ სეკვოიადენდროსთან – “გენერალ გრანტთან” შედარების შედეგად დადგინდა, რომ სწორედ “გენერალ შერმანი” არის ყველაზე დიდი ხე მსოფლიოში.

2006 წელს „გენერალ შერმანს“ მოტყდა ტოტი, რომლის დიამეტრის 2 მეტრი, სიგრძე კი 30 მეტრი გახლდათ, მიუხედავად ამისა, მან მსოფლიოს გიგანტური ხის სტატუსი უპრობლემოდ შეინარჩუნდა.

„გენერალი შერმანი“ გიგანტური სეკვოიაა, რომელიც ქრისტეს შობასაც მოესწრო და მის დაბადებამდე კიდევ ბევრი რამ ნახა.

წყარო: azertag.az

თარგმანი: შორენა ღავთაძე