ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

ყოველწლიურად, მცენარეთა თუ ცხოველთა სახეობის დიდი რაოდენობა გადაშენების საფრთხის წინაშეა. მათ შორისაა  თეთრი მარტორქები.  თეთრი მარტორქა მარტორქისებრთა შორის ყველაზე დიდია და აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში გვხვდება.

კენიაში ცხოვრობს ერთი ადამიანი, რომელიც მათი გადარჩენისთვის განსაკუთრებულად იბრძვის. ჯეიმს მვენდამ  თეთრ მარტორქებზე ზრუნვა 2013 წლიდან დაიწყო. ორი გადაშენების წინაშე მყოფი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის დაცვა,ჯეიმს მვენდას ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. როგორც მომვლელი ამბობს, ეს წყვილი მათი ქვესახეობის ბოლოა.

 

ჯეიმს მვენდას, წინა წელს, მამრი მარტორქა სუდანი გარდაეცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მომვლელმა  ნაჯინზე და ფატუზზე ზრუნვა განაგრძო. მისი თქმით, მათი დაცვა მომგებიანია, მაგრამ ემოციურად დამღლელი. სუდანის გარეშე, ამ არსებების გამრავლების ერთადერთი გზა  მათი ინ ვიტრო განაყოფიერებაა. ჯეიმსი ყველაფერს აკეთებს მარტორქების კარგად ყოფნისთვის. ყოველ დილით, 6 საათზე დგება და ამოწმებს მათ ჯანმრთელობას, შემდეგ კი ხსნის ღამის სპეციალურ ზონას, გადაჰყავს უფრო დიდ კონსერვაციულ ტერიტორიაზე და უწმინდავს  სარწყავებს. გარემო აუცილებლად სუფთა უნდა იყოს.

დღის შუა პერიოდში, თეთრი მარტორქების სანახავად  მოხალისეები და სტუმრები მოდიან.

 

თარგმნა ნიკოლოზ ხუციშვილმა