სპორტის სასახლესთან 1700 კვ/მ ფართობის რეკრეაციული სივრცე გაჩნდება

თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განხორციელდა, სადაც საბურთალოს რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცის მოწყობას გეგმავს.

როგორც ცნობილია, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წლების განმავლობაში არასწორი  განაშენიანება მიმდინარეობს, რაც პრობლემებს, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ქმნის. არასწორი ურბანული განვითარების შედეგად თითქმის არ არსებობს რეკრეაციული სივრცეები, რასთან დაკავშირებითაც ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიები წლების განმავლობაში ისმის.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის  მონაცვლეობა  განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

ახალი სკვერის მოსაწყობად 250 000 ლარი დაიხარჯება. ტერიტორიაზე აღდგება პირვანდელი გეგმარება – მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება დასასვენებელი სკამები, ურნები, სასმელი წყლის შადრევანი, დაითესება ბალახი და დამატებით დაირგვება მწვანე ნარგავები.

ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო თბილისის მარშალ გელოვანის გამზირზე. დასახელებული ტერიტორიის დაახლოებით 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები.  პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა სახეობის ხის და მცენარეების დარგვას, სარწყავი სისტემის მოწყობას, ბალახის საფარისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. დამონტაჟდება LED -განათები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება.

აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 278 686 ლარით დაფინანსდა.

ავტორი: მეგი მიქაბერიძე


თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე მოძრაობა დროებით იკრძალება

თბილისის ფუნიკულიორი საუკუნეზე მეტს ითვლის – წმინდა დავითის მთაზე აგებული უნიკალური გზა

„ფიქს თბილისი“ – ვალდალიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია დედაქალაქში

“დავიღალეთ! წლებია, მხოლოდ დაპირებები გვესმის” – მოსახლეობა ხელვაჩაურის მერიის წინააღმდეგ

1-ლი აპრილიდან ტაქსის მძღოლებს “ბას ლაინის” გამოყენების უფლება ექნებათ

პოდკასტი