“ქოლცენტრის” საქმეზე ისრები კეზერაშვილამდე მიდის – პენსიონრების ფულით დაფინანსებული პოლიტიკა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყებამ შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. საქმე ე.წ. ქოლცენტრებს ეხება, რომელიც უკვე დიდი ხანია სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრშია.

საუბარია მომხმარებლისაგან თაღლითურად მოპოვებული თანხების ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებაზე. საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს. ოპერაცია, რომელშიც 60 გერმანელი და 300-მდე ადგილობრივი სამართალდამცველი მონაწილეობდა, რამოდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი სამართალდამცველებს გერმანელ კოლეგებთან თანამშროლობის ეფექტიანი გამოცდილება აქვთ. შედეგად, ამ დრომდე, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული 36 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ.

მათივე ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის  საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით გამოძიება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფებთან თანამშრომლობით გაგრძელდება.

აღნიშნულ საკითხს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა პირველმა თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ჟურნალისტმა ელისო კილაძემ დააფიქსირა და ისრები ხაბეიშვილისკენ გადაამისამართა. დეპუტატ ხაბეიშვილს კი, რომელიც კორუფციას ხელისუფლებაში ეძებს, რეალურად ის პარტიის შიგნით დაუფიქსირდა. ასევე, ცნობილია ხაბეიშვილის მიზნები გახდეს “ენმ”-ს თავჯმდომჯარე, რომელსაც თავად კორუფციონერი კეზერაშვილი აფინანსებს.

“მე კაი, მიშას საქმეში ვიყავი ჩართული და ეს ამოდენა ანტიკორუფციონერი ხაბეიშვილი კრივის დარბაზიდან, ტიკ ტოკებზე რომ ერთობოდა, როგორ გამოეპარა, რომ თბილისში ქოლცენტრები ისევ გაიხსნა? გუშინ და დღეს აყარა პროკურატურამ ევროპოლთან ერთად! მათ შორის, ისევ კეზერას პარტნიორები ფიგურირებენ”, –  წერს ელისო კილაძე.

ფაქტს გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი, რომელმაც ღიად თქვა, რომ იმ თაღლითური სქემის სათავეში, რომელმაც უამრავი პენსიონერი გააუბედურა, სწორედ კეზერაშვილი დგას.

“საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ხომ ნახეთ? ქართველმა და გერმანელმა პროკურორებმა „ქოლცენტრების“ საქმეზე კიდევ არაერთი პირი დააკავეს. ეს საქმე საბოლოოდ კეზერაშვილთან მიდის. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ თაღლითური სქემის სათავეში, რომელმაც ასი ათასობით პენსიონერი გააუბედურა, სწორედ ქართველი ოლიგარქი კეზერა დგას… აი, ამის დასტურია ხაბეიშვილის, კეზერაშვილის ხელის ბიჭის, აწიკვინება და ისრების სხვაგან გადატანა. მაგრამ ზუსტად იციან ამ ბანდის წევრებმა, რომ ყულფი მათ კისერზე უფრო და უფრო ვიწროვდება და მალე კეზერას ევროპელი პროკურორების საბრალდებო დასკვნას წაუკითხავენ!”, – წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„ხალხის ძალის“ ლიდერმა დავით ქართველიშვილმა კი განაცხადა, რომ პროკურატურაში მიმდინარე ბრიფინგის პარალელურად, კეზერაშვილმა მარიონეტი ნადირაძე გამოიყვანა და ათქმევინა, რომ მელიას გადადგომას მოითხოვდა, რითიც ე.წ. ქოლცენტრების სკანდალური ამბის გადაფარვა სცადა.

მისივე თქმით, ყველამ იცის, განსაკუთრებით ევროპაში, რომ სწორედ კეზერაშვილის დავალებით ძარცვავდნენ პენსიონერებს მისი ბანდის წევრები.

„კეზერას უნიჭო სპექტაკლების სერიიდან – მაშინ, როდესაც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გერმანელ კოლეგებთან ერთად ბრიფინგს მართავდა და საზოგადოებას უყვებოდა საერთაშორისო თაღლითური სქემის აღკვეთაზე, რომლის სათავე კეზერაშვილთან მიდის, ამ დროს ოლიგარქმა უნიჭო სპექტაკლი დაგეგმა. მისი დანაშაულებრივი თემის გადასაფარად, ავანსცენაზე მარიონეტი ნადირაძე გამოიყვანა, რომელმაც მელიას გადადგომა მოითხოვა… მათ ჩათვალეს, რომ თუ ამ პოლიტიკურ თემას “შემოაგდებდნენ”, გადაფარავდნენ ქოლცენტრების სკანდალურ ამბავს”, – წერს დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის “ცაზე ძალიან მოიღრუბლა”. მის ურეიტინგო ტელეარხ “ფორმულას” “შავი ფულით” ვეღარ დააფინანსებს.

საერთაშორისო სკანდალის ფონზე ანალიტიკოს გია აბაშიძეს აინტერესებს, კეზერაშვილის ჯიბეზე ჩამოკიდებული რადიკალი ოპოზიციონერები რას მოიმოქმედებენ?

“საქართველოს პროკურატურამ, შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობით, სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. მალე ქართველი და ევროპელი პროკურორები ბრალს საერთაშორისო მასშტაბის თაღლითს – დ. კეზერაშვილს წაუყენებენ. საინტერესოა, მის ჯიბეზე ჩამოკიდებული რადიკალი ოპოზიციონერები რას მოიმოქმედებენ?..“ – წერს ექსპერტი გია აბაშიძე.

ქართველი და გერმანელი პროკურორების ერთობლივ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძეც ეხმიანება და იმედოვნებს, რომ დასავლეთელი პოლიტიკოსების მხრიდან ამასაც პოლიტიკური შეფერილობა არ მიეცემა.

მისივე შეფასებით, კეზერაშვილის სხეულზე ჩამოცმული სამართლებრივი თოკი, თანდათანობით უფრო მყარად ვიწროვდება და სულ მალე იქნება ის დრო, როდესაც ქართული სახელმწიფოსა და ჯარის მძარცველი კეზერა, საბოლოოდ გაიკოჭება!

“გერმანელ სამართალდამცავებთან ერთად მიმდინარეობდა ეს გამოძიება! ვიმეორებ, გერმანელებთან! თანაც, ბრიფინგს გერმანიის ელჩი ესწრებოდა ანუ გერმანიის სახელმწიფო! ამიტომ, ნახეს რა, საქმე უკუღმა მიუდით, ხაბეიშვილის მსგავსმა ნაცმა ნადირაძემ მელიას გადადგომის თემა შემოაგდო ყურადღების გადასატანად! მაგრამ არ გაგივათ ეს ფანდი თქვენ, ქვეყნის გამყვლეფელებო და ადამიანთა მწვალებლებ-მწამებლებო! სამართალი სულ მალე პურს სჭამს!”, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

მისივე აზერით, ახლა ის არის საინტერესო, რას შეიტანენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში კრამონი, კუბილიუსი, იუკნევიჩიანე… და “მათი მსგავსი სხვა ლობისტ-ქრთამისტ პოლიტიკოსები”?

“დროა ამათ და მათნაირებსაც მიხედონ აწ უკვე ევროგამომძიებლებმა! ვინ იცის, რა ხდება მათ თავს”, –  წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

კეზერაშვილის ახლო მეგობარი იოსებ მგელაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ პროკურატურამ მის კომპანიაში ნამდვილად ჩაატარა სპეცოპერაცია, თუმცა  “ქოლცენტრებთან” კავშირს უარყოფს. პროკურატურის განცხადებას მგელაძე სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა, სადაც კეზერაშვილთან მეგობრობა დაადასტურა, თუმცა მასთან საქმიანი კავშირი უარყო.

 “არც ერთ კომპანიას არავითარი კავშირი არ აქვს “ქოლცენტრებთან”. ზოგადად, ჩვენი კომპანია ფლობს და აქირავებს არაერთ უძრავ ქონებას თბილისში. შესაბამისად, ამ იურიდიული პირების ბიზნესის ჩემთან დაკავშირება არასამართლიანია. დათო კეზერაშვილი არის ჩემი კურსელი. პირველი კურსიდან ვმეგობრობთ დღემდე. ნამდვიალდ ვიყავი მის საინვესტიციო კომპანიაში, უფრო სწორად, არ ვიცი, რამდენად იყო მისი, მაგრამ იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. კომპანია იყო „უნივერსალ კაპიტალ გრუპი“. დღეს პარტნიორული ურთიერთობა დათო კეზერაშვილთან არ მაქვს, მაგრამ არასოდეს უარვყოფ მასთან მეგობრობას”, – აცხადებს მგელაძე.

 

პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

საქართველოს პროკურატურის და შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად ოთხი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.

ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის, პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.

ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამოდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 300-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

•  ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა.

•  ამოღებულია ასეულობით ინფორმაციის ელექტორნული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

•  ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს.

ფარტომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიება, უცხო ქვეყნების და საქართველოს მოქალაქეების მიერ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩამოყალიბებული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამოვლენას ეხება.

გამოძიების მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე  ე.წ. ქოლცენტრების მოწყობას.

აღნიშნული ქოლცენტრების მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის, სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით ქმნიდნენ ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისაგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.

ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უწყებას ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან  ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ დანაშაულებზე, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული 36 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ.

ამ შემთხვევაშიც გამოძიება, გერმანულ მხარესთან, ასევე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, აქტიური თანამშრომლობით გაგრძელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის  საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.

ავტორი: ქეთა მელიქიშვილი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი