საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლონეთისგან საჩუქარი გადაეცა

საჩუქარი პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და Polish Aid-ის მხარდაჭერით და დაფინანსებით მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მყვინთავის სპეციალიზებული აღჭურვილობა გადაეცა, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მყვინთავი-მაშველები გამოიყენებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური საშუალებების გადაცემა, პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანი, წყალზე და წყალქვეშ უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ასევე, პროექტი სამაშველო ოპერაციების ეფექტიანად ჩასატარებლად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დიდი ხანია, რაც პოლონეთის საგარეო სამინისტროსთან თანამშრომლობს ისევე, როგორც ვარშავის მთავარ სახანძრო სკოლასთან, პოლონეთის დახმარების ფონდსა და საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, უსასყიდლოდ არაერთხელ გადმოეცა. გარდა ამისა, ქართველ მეხანძრე-მაშველებს, სწავლება და პოლონელი ინსტრუქტორების მიერ, გადამზადების კურსი ხშირად უტარდებათ, როგორც პოლონეთში, ისე საქართველოშიც.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი