ჩინეთში Covid 19-ის შემთხვევები კვლავ იზრდება – პეკინში პარკები და მუზეუმები დაიხურა

20 დღით ადრე, ჩინეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ჩჟუნ ნანშანი მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ  ზამთარში მოსალოდნელი იქნებოდა გრიპის და COVID-19-ის კომბინირებული ეპიდემია, – იტყობინება გაზეთი “ხუნაციუ შიბაო”.  

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში კოვიდ 19-ის შემთხვევებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ერთ დღეში 1438 შემთხვევა დაფიქსირდა. შედეგად მთავრობამ გადაწყვიტა Covid 19-ის მიმართ ნულოვანი პოლიტიკა შეამსუბუქოს და პარკებისა და მუზეუმების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. შემოიღეს გარკვეული შეზღუდვებიც, კერძოდ, საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლების მოპოვებამდე, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებს, კოვიდ ტესტირება 3 დღის განმავლობაში მოუწევთ.

ჩინეთში ორშაბათს, ინფიცირების 28,127 შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილის დღიურ პიკს მიუახლოვდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი. შემთხვევები გამოვლინდა სამხრეთის ქალაქ გუანჯოუში და სამხრეთ-დასავლეთით, ჩონცინგში.

20 დღით ადრე, ჩინეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ჩჟუნ ნანშანი მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ  ზამთარში მოსალოდნელი იქნებოდა გრიპის და COVID-19-ის კომბინირებული ეპიდემია, – ამის შესახებ გაზეთი “ხუნაციუ შიბაო” წერს.

აკადემიკოსის თქმით, კორონავირუსს და გრიპის ვირუსს ხანმოკლე ინკუბაციური პერიოდი აქვს და სწრაფად ვრცელდება დიდ ტერიტორიებზე. ეს ერთად ძალიან ართულებს მათ მიერ გამოწვეული დაავადებების კონტროლს.

ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრმა გაო ფუმ ასევე ხაზი გაუსვა რესპირატორული ინფექციური დაავადებების ეპიდემიების კომბინაციის არსებულ რისკს. მან გაიხსენა ფრინველის გრიპის ეპიდემიები წლეულს ევროპასა და აშშ-ში.

„ფრინველის გრიპის და COVID-19-ის კომბინაცია ძალიან საშიშია, ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა ამ ზამთარსა და მომავალ გაზაფხულზე“, – განაცხადა აკადემიკოსმა.

ჩინეთის ვიცე-პრემიერი სუნ ჩუნლანი, რომელიც Covid 19-ის მიმართ ნულოვან პოლიტიკას ხელმძღვანელობდა, ორშაბათს ჩონცინგს ეწვია. მან ადგილობრივ ხელისუფლებას ვირუსის წინააღმდეგ გამკაცრებული კონტროლი დაავალა. ჩინეთის ხელისუფლებაში საჭიროდ მიიჩნევენ გადაიხედოს ქვეყანაში მოქმედი ნულოვანი კოვიდ პოლიტიკა. მთავრობის შეზღუდვები უფრო მეტად მიზანმიმართული უნდა იყოს, რათა იზოლაცია და კარანტინი, რომელსაც ეკონომიკაზე უდიდესი ნეგატიური ეფექტი აქვს, თავიდან იქნეს აცილებული.

Covid 19-ის ტალღის გადავლის შემდეგ, ჩინეთს მსოფლიოში კვლავ ყველაზე მკაცრი შეზღუდვები აქვს, რამაც ინვესტორების შეშფოთება გამოიწვი. ექსპერტების ვარაუდით, გლობალური აქციები და ნავთობის ფასი 1 ღამეში შესაძლოა დაეცეს. მეტიც, ბევრი ადგილობრივი ბიზნესი შიშობს, რომ მომავალ წლამდე ვერ იარსებებს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ვირუსი პირველად 2020 წლის დასაწყისში დაფიქსირდა, რის შედეგადაც მსოფლიოში კოვიდ პანდემია გავრცელდა.

ინგა ფუტკარაძე