რა ვერ გაიყვეს კეზერაშვილის “მინიონებმა” – პოლიტიკური თამაშები “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”

პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი კრიტერიუმები შეიმუშავეს, რომელთა მიხედვითაც უნდა აირჩიონ პარტიის ახალი თავმჯდომარე.

პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი კრიტერიუმები შეიმუშავეს, რომელთა მიხედვითაც უნდა აირჩიონ პარტიის ახალი თავმჯდომარე. “ენმ”-ს წევრ ხატია დეკანოიძის აზრით, მათი პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, კავკასიის რეგიონში ცნობილი ადამიანი, იცოდეს რამდენიმე უცხო ენა, ჰქონდეს მკაცრად ჩამოყალიბებული სტრატეგია პარტნიორებთან ურთიერთობაში და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის წინააღმდეგ. რაც მთავარია, უნდა წარმოადგინოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ერთთვიანი გეგმა.

“ჩვენი პარტიის თავმჯდომარე უნდა ფლობდეს რამდენიმე უცხოურ ენას, უნდა ჰქონდეს ძალიან მკაცრი ჩამოყალიბებული სტრატეგია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში, მათ შორის მკაცრი სტრატეგია, როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებას არჩევნების გზით, როგორი იქნება ეს გზა. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება როგორ წარმოუდგენია მაგალითად ერთ თვეში. სად გადის ეს თავისუფლების გზა და ზოგადად ეკონომიკური განვითარება როგორი უნდა იყოს ქვეყნის, მათ შორის როგორი უნდა იყოს ალტერნატიული ეკონომიკური გეგმა. ასეთი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი”, – აცხადებს დეკანოიძე და იქვე დასძენს, რომ ყველა ამ კრიტერიუმს ოპოზიციაში ცოტა ადამიანი აკმაყოფილებს.

დეკანოიძე ერთი მხრივ სწორად აფასებს ვითარებას და ხვდება, რომ “ენმ”-ში არსებული დაპირისპირება მათ პარტიას სიკეთეს არ უქადის, ამიტომ დეკანოიძე თავმჯდომარის არჩევნებს დაელოდება და მერე გადაწყვეტს, დარჩება სააკაშვილის შექმნილ პარტიაში თუ სხვაგან წავა.

დეკანოიძეს „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა. მან ელენე ხოშტარიას, ზურა ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს კეზერაშვილის მინიონები უწოდა, რომლებსაც ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი ამოეფარებიან და ჩრდილოვან მმართველებად მოგვევლინებიან.

ჩერგოლეიშვილის აზრით, ნაციონალების დამფინანსებელი კეზერაშვილის მთავარი გეგმა ახლა ეს არის, ხაბეიშვილს კი სერიოზულ ფიგურად არც ერთი მათგანი არ აღიქვამს.

“შვილო ხატია, კეზერაშვილის “მინიონებში” – ელენეში, ზურაში და ვაშაძეში გაბუდნიან მაგ ქურქუმალს და ვანო და კეზერაშვილი იქნებიან ამ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველები. გეგმა ესაა. არ გამოუვათ, მაგრამ არავინ ფიქრობს ხაბეიშვილის პრემიერობას – მეტი დარდი არ აქვს ვანოს. ფიქრობენ, რომ ნაცებს მოახტებიან და მერე ქადაგიძეს, ან რომელიმე “ლამაზ” ჯუჯალარს გამოაგორებენ და ეგაა“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი. მიუხედავად ამისა, დაპირისპირების ფონზე პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ თანაპარტიელებს შორის ბრძოლაში მელიას, სავარაუდოდ, სააკაშვილის გუნდის მხარდაჭერა ექნება. ასევე, ცნობილია, რომ ლევან ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ფსონს ყოფილი ძალოვნები – ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დებენ.

პოლიტოლოგ პეტრე მამრაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც პოლიტიკურ პარტიას არცერთი დღე არ უარსებია, ეს არის ძალადობით, სიძულვილით და ტყუილით შეკრული დაჯგუფება.

მისივე თქმით სააკაშვილი იყო ის ადამიანი, ვისაც ამ პარტიისთვის ხმები მოჰქონდა, თუმცა, დღეს, ის “პოლიტიკურად ყარს”, ყველანაირი გავლენებისგან დაცლილია, მისი პარტია კი, სასოწარკვეთილებაშია.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს პეტრე მამრაძემ განუცხადა, დღეს “ენმ”-ს არ ჰყავს ავტორიტეტული ლიდერი და ამიტომ სწვდნენ ერთმანეთს ყელში.

“სააკაშვილი ყოველთვის ერთპიროვნულად მართავდა პარტიას, მას არ სჩვევია ჩრდილში ყოფნა, ნაციონალურმა მოძრაობამ 2020 წლის არჩევნებში რა შედეგიც დადო ეს კონკრეტულად სააკაშვილის დამსახურებაა. როცა იგრძნო, რომ მისი გავლენები შესუსტდა, კიდეც ჩამოვიდა და ჩასვეს ციხეში, თუმცა სხვა მოლოდინები ჰქონდა ნამდვილად. ხმის მომტანი მანდ, არის მხოლოდ სააკაშვილი. თუმცა, ახლა სააკაშვილი პოლიტიკურად ყარს, ყველანაირი გავლენებისგან არის დაცლილი და ,,ნაცმოძრაობა’’ პრაქტიკულად სასოწარკვეთილებაშია”- განაცხადა პეტრე მამრაძემ “24” თან საუბრისას.

როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, ხალხი აძლევს ხმას პიროვნებას და არა პროგრამებს. თუმცა, საზოგადოებაში ქარიზმატული ადამიანის დაკვეთა არ არის. მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთა რომ არსებობდეს ნაცმოძრაობა 3 მილიონიან ერში ვინმე ქარიზმატულს მოძებნიდა, მაგრამ იციან, რომ ვინც არ უნდა დასვან, შედეგზე ვერ გავლენ.

” ესენი რჩებიან კლოუნებად, იქნება ეს ხაბეიშვილი, მელია, მუმლაძე, ჩალაძე თუ კიდე სხვა ვინმე, ესენი ხმებს ვერ შეაგროვებენ. არცერთი არ არის ვინც იოტისოდენას შეცვლის რამეს. თუ არის მათ პარტია ჰქვიათ, საჯაროდ რატომ გამოგაქვთ ეს ყველაფერი, საჯაროდ რატომ აშანტაჟებთ ერთმანეთს? შეიკრიბონ, პოლიტსაბჭო არ აქვთ? იმსჯელეთ კანდიდატებზე და მერე გამოვიდნენ საზოგადოების წინაშე ერთ პოლიტიკურ ძალად შეკრული, მაგრამ ესენი ყელში სწვდნენ ერთმანეთს. ეს ხდება იმიტომ, რომ შიგნით მათთვის არ არის ავტორიტეტი”.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ახლა სწორედ ერთობის საკითხი დგას. კონკრეტული თარიღის და წესების გაწერის შემდეგ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობისთვის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნება. მანამდე კი გავლენების გადანაწილების სურვილი და კლანებს შორის დაპირისპირება აქტიურად გრძელდება.

ელენე ვადაჭკორია


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი