დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი იწყება – მერია 5 მილიონ ლარს დახარჯავს

2023 წლის საახალწლო ღონისძიებები 2022 წლის 23 დეკემბრიდან 2023 წლის 13 იანვრამდე გაგრძელდება.

დღესასწაული თბილისში 22 დღის განმავლობაში იქნება, რისთვისაც თბილისის მერია, 4 994 200 ლარს დახარჯავს.

შარშან მერიამ საახალწლო დღესასწაულის ორგანიზებასა და ღონისძიებებში 3.5 მლნ დახარჯა, რაც წლევანდელ ბიუჯეტზე 1.4 მლნ ლარით ნაკლებია. მერიამ გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა.

თბილისის მერიის ცნობით, საახალწლო ღონისძიებები ყველა ასაკისა და კატეგორიის ადამიანზე იქნება გათვლილი. მოეწყობა საბავშვო სივრცეები, საბავშვო და ესტრადის მომღერლების კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები. წარმოდგენილი იქნება საახალწლო ინსტალაციები, თოვლის ბაბუა. გაიმართება ,,საშობაო ბაზრობა“, ტკბილეულის ფესტივალი. 31 დეკემბერს კი 200-მდე მონაწილე გრანდიოზულ გალა კონცერტს გამართავს. ღონისძიებების ძირითადი ადგილმდებარეობა ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდი და 9 აპრილის ბაღი იქნება.

ინგა ფუტკარაძე


თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე მოძრაობა დროებით იკრძალება

თბილისის ფუნიკულიორი საუკუნეზე მეტს ითვლის – წმინდა დავითის მთაზე აგებული უნიკალური გზა

„ფიქს თბილისი“ – ვალდალიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია დედაქალაქში

“დავიღალეთ! წლებია, მხოლოდ დაპირებები გვესმის” – მოსახლეობა ხელვაჩაურის მერიის წინააღმდეგ

1-ლი აპრილიდან ტაქსის მძღოლებს “ბას ლაინის” გამოყენების უფლება ექნებათ

პოდკასტი