29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
29 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისში +20 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსია, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც გამოიდარებს. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +12, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +8 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. +11 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი.
გუდაურში დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +5, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
იწვიმებს გურჯაანშიც. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +9 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
რუსთავში +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
მცირე წვიმაა მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.