30 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

30 ნოემბერს თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.

ქუთაისში +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც უნალექო დღეა. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +13 გრადუსია, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალექო დღეა. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +12, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +7 გრადუსი და ნალექი მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. +9 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი.

გუდაურში დღისით +4 გრადუსი და თოვლჭყაპია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +5, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

იწვიმებს გურჯაანშიც. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +10 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

რუსთავში +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

 


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი