1 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
1 დეკემბერს თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.
1-ელ დეკემბერს ქუთაისში +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც უნალექო დღეა. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +11 გრადუსია, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც უნალექო დღეა. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +9, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +6 გრადუსი ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც უნალექო ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. +8 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი.
გუდაურში დღისით +1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +2, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
იწვიმებს გურჯაანშიც. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +5 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
რუსთავში +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.