გაცვეთილი პოლიტიკოსების ევროპელი ლობისტები მალე ენას ჩაიკმენდენ: გიგლა ბარამიძე

“დასავლეთი მხარს უჭერს იმას, ვინც ძლიერია. ასე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც, ასე იქნება მომავალშიც”.

გიგლა ბარამიძე

პოლიტიკოს გიგლა ბარამიძის აზრით, ევროპულ ფასეულობებს ამოფარებული ნეოლიბერალები დიდი ხნის წინ მოაწყობდნენ საქართველოში მორიგ რევოლუციას, რადიკალურ ოპოზიციურ ძალას ქვეყნის მოსახლეობაში ძლიერი მხარდაჭერა რომ ჰქონდეთ, მაგრამ დაინახეს, რომ “ნაცბანდას ხალხი არ მიჰყვება”.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს გიგლა ბარამიძემ განუცხადა, დასავლეთი მხარს იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს, რომელიც ძლიერია, ასე იყო “ვარდების რევოლუციის” შემთხვევაში და იქნება მომავალშიც. მაგრამ, თუ დაინახავენ, რომ საზოგადოება მკვეთრი და პრინციპულია, მას ვერაფერს მოახვევენ თავზე.

“კუბილუს-მობილუსები და გაცვეთილი პოლიტიკოსები, ევროპულ ფასეულობებს ამოფარებული ნეოლიბერალი სექტანტები აქამდეც მოაწყობდნენ, თუ რამე უნდოდათ ნაცბანდასთან ერთად, მაგრამ დაინახეს, რომ ამათ ხალხი არ მიყვება. ამიტომ დასავლეთი, რასაც დაინახავს – თუ საზოგადოება იქნება ამათ მიმართ მკვეთრი და პრინციპული, ვერავინ მოგვახვევს თავზე ვერაფერს. დასავლეთი მხარს უჭერს იმას, ვინც ძლიერია. ასე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც, ასე იქნება მომავალშიც. სადაც ნახავს, რომ ის მიმართულება იმარჯვებს, იმათთან დაიწყებს მუშაობას”, – განუცხადა “24”-ს გიგლა ბარამიძემ.

მისივე თქმით, “ვარდების რევოლუციამდე” ერთი კვირით ადრე, საქართველოში აშშ-ს საელჩო ქართულ საზოგადოებას არწმუნებდა იმაში, რომ არავის “გადაყირავება” არ სურდათ და ისინი არსებულ ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს. მაგრამ, როგორც კი ნახეს, რომ ვექტორი შეიცვალა და ხალხის სერიოზული ნაწილი წავიდა ხელისუფლების წინააღმდეგ, მაშინ გამოჩნდა თუ დასავლეთი ვის უჭერდა მხარს.

“დღეს ასეთი განწყობა აღარ არის. დასავლეთმა, აღმოსავლეთმა თუ ჩრდილოეთმა ან სამხრეთმა, რაც არ უნდა იკუნტრუშოს, არაფერი გამოვა. თუკი საზოგადოება ეტყვის არას ნაცბანდას და უკვე ნათქვამი აქვს, როგორც ახლა არის, ამათ დასაყრდენი არ ექნებათ”, – აცხადებს ბარამიძე.

მისივე შეფასებით, დღეს მსოფლიოში სხვა პროცესები მიდის. დასავლეთ უამრავი პრობლემა აქვს. ოლიგარქიზმი თავად ევროკავშირის ინსტიტუტებშია მოჭარბებული. “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტებიც მალე “ენას ჩაიკმენდენ”, რადგან ნახავენ, რომ იმ სიკეთეს ვეღარ მიიღებენ, რასაც აქამდე იღებდნენ.

“მსოფლიოში მიდის სხვადასხვა პროცესები, დასავლეთს იმდენი პრობლემა აქვს, რომ ამათზე არ დაიხარჯება. შემთხვევითი არ იყო, რომ პოლონეთის ლიდერი მორავეცკი გაიძახოდა ევროკავშირში უკვე დიდი ხანია არ არსებობს დემოკრატიაო. მისი ფრაზაა, ციტირებას ვახდენ – „ევროკავშირის ინსტიტუტებში მოჭარბებულია ოლიგარქიზმი“. აი, ასეთი განწყობაა და ასეთი პრობლემები აქვთ შიგნით. ამიტომ ჩვენ თუ მყარად ვიქნებით, ვერავინ ვერაფერს გვიკარნახებს”, – აცხადებს გიგლა ბარამიძე.

 

გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი