“აშშ საქართველოს უსაფრთხოების გარანტად რჩება”: ფილიპ რიკერი

ფილიპ რიკერი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. მას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად შეხვდა.

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის – ფილიპ რიკერის განცხადებით, საქართველო რეგიონული უსაფრთხოების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას განაგრძობს, აშშ კი, საქართველოს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ევროინტეგრაციის გარანტად რჩება.

ფილიპ რიკერი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. მას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას, უსაფრთხოების გამოწვევებსა და ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს მედიატორულ როლს.

“პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა განთავისუფლებაში. საქართველო რეგიონული უსაფრთხოების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას აგრძელებს”, – განაცხადა რიკერმა.

მისივე თქმით, აშშ საქართველოს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ევროინტეგრაციის გარანტად რჩება.

“საქართველო მიისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ. აშშ დაგეხმარებათ, რომ მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არის ის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს“, – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.

ამასთან, ფილიპ რიკერმა სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა საქართველოს მოქალაქეებს გადაუხადა. მისი თქმით, საქართველო სტუმრისთვის საჩუქარია.

ფილიპ რიკერთან შეხვედრას “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე რეგიონული პოლიტიკა, საქართველოს ევროინტეგრაცია და აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა განიხილეს.

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი