2 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

2 დეკემბერს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

ქუთაისში +17 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთში ნალექიანი დღე იქნება, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5გრადუსი. ახალციხეში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +10, ღამის განმავლობაში კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +7 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღეა მოსალოდნელი. +9 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი.

გუდაურში დღისით 4 გრადუსი და ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაეცემა. ომალოში დღისით +2 ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +7 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი