ყველი, კვერცხი, ყავა, შაქარი გაძვირდა – ფასების 26%-იანი მატება საქართველოში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 10.4 % შეადგინა, ხოლო თვიურად, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ინფლაცია 0.5%-ით გაიზარდა.
ინფლაციის მაღალი დონე საკვებ პროდუქტებზე, ტრანსპორტსა და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდაში აისახა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 16.8 %-ით გაიზარდა. კერძოდ, ფასებმა მოიმატა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 26 %-ით, პურზე 23.8%-ით, თევზეულზე 13.6%-ით, ხორცზე 9.1%-ით, ხილზე 6.9%-ით, მინერალურ წყლებსა და უალკოჰოლო სასმელებზე 22 %-ით, რძე, ყველსა და კვერცხზე 18.3%-ით, ყავა, ჩაისა და კაკაოზე 19.5%-ით, შაქარსა და ტკბილეულზე 15.7%-ით.
რაც შეეხება საცხოვრებელს, წყალს, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს, ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.4%-ით, კერძოდ, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე 5.6%-ით, საცხოვრებელ ფაქტიურ გადასახადზე კი 34.1%-ით.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასების 8.2 % მომატება დაფიქსირდა, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურებაზე 13.8%-ით.
ინფლაცია შეეხო სხვა ჯგუფებსაც: კაფე და რესტორნებში ფასები გაიზარდა 15.9%-ით, დასვენების ჯგუფში 9.6%-ით, გართობა და კულტურა 6.2%-ით, განათლება 6.6%-ით, ავეჯი, საოჯახი ნივთები და სახლის მოვლა 9.6%-ით.
ცნობისათვის, 2021-2022 წლებში საქართველოში ინფლაციამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
ინგა ფუტკარაძე