5 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
5 დეკემბერს თბილისში დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისში +10 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება, დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +2 გრადუსია, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. ითოვებს ახალციხეში, დღე +2 გრადუსი დაფიქსირდება ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.
თოვლია ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +2, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 0 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში წვიმაა მოსალოდნელი. +3 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი. იწვიმებს.
ითოვებს გუდაურში დღისით +3 გრადუსი და ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაეცემა. ითოვებს ომალოშიც დღისით -2 ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს.
რუსთავში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.