რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინა-რუსეთის ომს, კიდევ 5 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. გარდა ამისა, აღნიშნული ფაქტი უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმაც დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, ავთო რურუა, რომეო ფირცხალავა, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია და მერაბ ალადაშვილი დონეცკის ოლქში, ბახმუტთან, ე.წ. „კადიროველთა“ თავდასხმას ემსხვერპლნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებების დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, დღემდე უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

სალომე ხომასურიძე