ზამთრის პირველ კვირაში თბილისში პირველი თოვლი მოვიდა
დღეს, 5 დეკემბერს, თბილისსა და მის შემოგარენში პირველი თოვლი მოვიდა.
დიდთოვლობაა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე. კერძოდ, ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიასა და სამადლოში.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, “თბილსერვის ჯგუფის” 50-მდე თანამშრომელი და 6 ერთეული სპეცტექნიკა გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოებს ახორციელებს. დაახლოებით 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოგარენში. თბილისის გარდა, თოვლია რეგიონებშიც.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული დროის განმავლობაში შეზღუდული იყო, თუმცა, გზაზე მოძრაობა ამჟამად აღდგენილია.
ინგა ფუტკარაძე