7 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
7 დეკემბერს თბილისში თოვლია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისში +12 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსია, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ახალციხეშიც გამოიდარებს. დღე +3 გრადუსი დაფიქსირდება ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.
უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +2, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. +6 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი.
გუდაურში დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა. ითოვებს ომალოში. დღისით -3 ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია თოვლი, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს.
რუსთავში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.