ტრაგიკული შემთხვევიდან 8 თვის თავზე დათი ქოქრაშვილისგან სასიხარულო ამბავი (ვიდეო)

2022 წლის 31 მარტს BMW-ის მარკის ავტომობილი ტროტუარზე მდგომ დათი ქოქრაშვილს დაეჯახა. დაშავებულს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც სამკურნალოდ ისრაელში, მოგვიანებით კი გერმანიაში გადაიყვანეს.

დათი ქოქრაშვილი

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, 31 მარტს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, როდესაც ტროტუარზე მდგარ, სკოლის ავტობუსის მომლოდინე 8 წლის დათოს ავტომობილი დაეჯახა, სრულიად დედაქალაქი შეძრა. მას შემდეგ, პატარა ბიჭმა არაერთი მძიმე ოპერაცია გადაიტანა, მის გამოჯანმრთელებას ლამის მთელი საქართველო გულშემატკივრობდა.

ტრაგიკული შემთხვევიდან 8 თვის თავზე, 8 წლის დათი ქოქრაშვილს უკვე გადაადგილება დახმარების გარეშე შეუძლია. ამ ფაქტის ამსახველ ამაღელვებენ ვიდეოს სოციალურ ქსელში მოზარდის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი აქვეყნებს და წერს, რომ რწმენით და მონდომებით ადამიანი ყველაფერს შეძლებს.

“რამდენიმე კვირის წინ, ოსნაბრუკის ცენტრში სეირნობისას, დათიმ სკეიტბორდების მაღაზია დაინახა, სასწრაფოდ შეგვიყვანა და დიდი ინტერესით დაათვალიერა იქაურობა. ბოლოს აირჩია თავისი მოსაწონი და დაჟინებით მოითხოვა, რომ გვეყიდა, თან წუწუნებდა, ისევ თავიდან მექნება სასწავლიო. ასეთი რწმენით და მონდომებით მთებს გადავდგამთ, დედი. მადლობა უფალს, რომ ყველაზე ძლიერი შვილი მაჩუქა მთელ სამყაროში”, – წერს ქრისტინე მამუკაშვილი.

2022 წლის 31 მარტს BMW-ის მარკის ავტომობილი ტროტუარზე მდგომ დათი ქოქრაშვილს დაეჯახა. დაშავებულს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც სამკურნალოდ ისრაელში, მოგვიანებით კი გერმანიაში გადაიყვანეს.

პროკურატურის ინფორმაციით, დავით ჯალაღონია, რომელიც BMW-ს მარკის ავტომობილს მართავდა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს, მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი კანონის დარღვევით განახორციელა და პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად ავტომანქანამ მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და იქვე მდგომ 8 წლის ბავშვს დაეჯახა.

მძღოლს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია), წარედგინა.

ქმედება ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

დავით ჯალაღონიამ ბრალი აღიარა.



თაკო ბოკუჩავა

 


,,მეტი სისხლი-მეტი სიცოცხლე“ -14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა

საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა დაფიქსირდა

“ოცნების” არაფერი მინდა! ქუჩა კი არა, ოქროს ძეგლი რომ დადგან… – რუსუდან შარაძე

პოდკასტი