მეცნიერებმა უფრო სწრაფად მოქმედი ანტიდეპრესანტი შექმნეს

აღსანიშნავია, რომ ამ კვლევის მეშვეობით, მომავალში შესაძლოა ახალი ტიპის ფსიქოტროპული საშუალებები შეიქმნას, რომელსაც სერიოზული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებენ.

მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს ფსიქიკური პრობლემები. მენტალურ აშლილობას, როგორც წესი, ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობენ.

ანტიდეპრესანტი, რომელიც სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების დროს ინიშნება, მიღების დაწყებიდან, დაახლოებით 4 კვირაში მოქმედებს და არა ერთი, სერიოზული გვერდითი მოვლენები ახასიათებს.

უახლესი კვლევის მიხედვით, ახალ მცირე მოლეკულურ ნაერთს, რომელიც სეროტონერგული ნეირონების გამოყოფას არეგულირებს, სწრაფად მოქმედი ანტიდეპრესანტული თვისება აქვს.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერმა ნან სუნმა და თავისმა გუნდმა ანტიდეპრესანტი შექმნეს, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედი და ეფექტური თვისებებით გამოირჩევა. ასევე ახალი ანტიდეპრესანტი ნაკლებად იწვევს გვერდით მოვლენებს.

თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად, გაირკა, რომ ახლადშექმნილი ანტიდეპრესანტი სერატონინის ტრანსპორტერისა და აზოტის ოქსიდის სინთაზას განცალკევების მეშვეობით მუშაობს. განცალკევების შედეგად, ტვინის ერთ-ერთ რეგიონში უჯრედშორისი სერატონინი მცირდება, რის შედეგადაც სეროტონერგული ნეირონების აქტივობა ძლიერდება და სეროტონინის გამოყოფა იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ამ კვლევის მეშვეობით, მომავალში შესაძლოა ახალი ტიპის ფსიქოტროპული საშუალებები შეიქმნას, რომელსაც სერიოზული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებენ.

წყარო: SciTechDaily

თაკო ბოკუჩავა