8 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

8 დეკემბერს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.

ქუთაისში +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსია, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ახალციხეშიც გამოიდარებს. დღე +6 გრადუსი დაფიქსირდება ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +6, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. +6 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი.

გუდაურში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცემა. ომაქლოში დღისით +2 ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.