“საახალწლოდ ნაძვის ხეებს უკრაინაშიც რთავენ” – დაღუპულთა სურათები გმირთა მოედანზე გადაიტანეს

კახა კალაძის განცხადებით, ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის ხეს შემოავლონ შავი ლენტები და დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება.

უკრაინაში დაღუპული ქართველ მეომართა ფოტოსურათები

რუსეთ-უკრაინის საომარ მოქმედებებში მონაწილე, უკრაინაში დაღუპული ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომლებიც ოპოზიციის ერთი ნაწილის ლიდერებმა თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე საახალწლო დღესასწაულისთვის მოწყობილ სივრცეში განათავსეს, დედაქალაქის მერიამ სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა.

გარდაცვლილ მებრძოლთა ფოტოები დროებით გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განათავსეს, – ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია ავრცელებს.

“საახალწლოდ, ნაძვის ხეებით საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ქალაქებსაც კი რთავენ და ამ ფონზე, ქართველი პოლიტიკოსების საქციელი, რომლებიც დაღუპული მებრძოლების სურათებით მანიპულირებენ, ყოვლად მიუღებელია. გარდა ამისა, ახალი წელი სიხარულის, ბედნიერებისა და მოულოდნელი სასწაულების დროა, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდება, განსაკუთრებით კი, პატარები”, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე შეფასებით, ამ ფონზე, ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის ხეს შემოავლონ შავი ლენტები და დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება.

“აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლთა ფოტოსურათები, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გადაეტანა. ამით, უპირველესად, პატივს დაღუპულთა ხსოვნას მივაგებთ და თბილისელებსაც ახალი წლის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა მიეცემათ. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ”, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი