ტკბილეულის ხშირი ჭამა მამაკაცებს გაცილებით მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ქალებს

ცხოვრების წესის ხანმოკლე ცვლილება მამაკაცებსა და ქალებში განსხვავებულად ვლინდება.

მისურის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის უახლესი კვლევის მიხედვით, ფიზიკური აქტივობის შემცირება და დიდი რაოდენობით შაქრის მიღება მამაკაცებისთვის უფრო საზიანოა, ვიდრე ქალებისთვის. კვლევის ფარგლებში, 36 ჯანმრთელ ქალსა და მამაკაცს 10 დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობის შემცირება და დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება დაევალათ.

ექსპერიმენტის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ცხოვრების წესის ხანმოკლე ცვლილებამაც კი, შეიძლება სისხლში ინსულინის შემცველობა დაარღვიოს. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ცვლილებები ქალისა და მამაკაცის ორგანიზმზე განსხვავებულად აისახა. ექსპერიმენტის შედეგად მამაკაცებში ინსულინ რეზისტენტობის დასარეგულირებელი და გულ-სისხლძარღვთა დაავადების ბიომარკერი – ადროპინი, მკვეთრად დაქვეითდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ექსპერიმენტი, საიდანაც დადგინდა, რომ ცხოვრების წესის ხანმოკლე ცვლილება მამაკაცებსა და ქალებში განსხვავებულად ვლინდება. მომავალში, უფრო სიღრმისეული კვლევებიც იგეგმება, რის შედეგადაც გაირკვევა რამდენი დრო სჭირდება ორგანიზმში მომხდარი ცვლილებების დარეგულირებას და რა გავლენას ახდენს ადამიანის სქესი განსხვავებული ცვლილებების ჩამოყალიბებაში.

წყარო: SciTechDaily

თაკო ბოკუჩავა