12 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
12 დეკემბერს თბილისში ნალექიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისში +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით 10 გრადუსია, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +7, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 7 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში უნალექო დღეა მოსალოდნელი. +7 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი.
გუდაურში დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +3, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +4 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.