“ბიბლიური თავისუფლების” საბაბით ახალგაზრდები ჯარს თავს ვეღარ დააღწევენ (ვიდეო)
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა იგეგმება.
პროექტის თანახმად, რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ახალგაზრდები მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტს 80 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. სამხედრო პროგრამა 6, 8 და 11 თვიანი იქნება. სწავლება არამხოლოდ თეორიულ, არამედ ინტენსიურ საბრძოლო სამხედრო მომზადებასაც ითვალისწინებს. პროგრამის დასრულების შემდეგ პირს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება და რიგითის წოდება მიენიჭება.
“ეს ერთ-ერთი საოცნებო საკითხია პირადად ჩემთვის, რადგან ეს უკავშირდება ჩვენს მომავალ თაობას, მათ აღზრდასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას. ზურაბ ჯაფარიძემ ყველაზე დიდი მავნებლობა ჩაიდინა ახალგაზრდების წინაშე. ეს არის უმსგავსო, მკრეხელური, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი პროგრამა, რომლითაც ახალგაზრდებს აბნევენ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე.
თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, 10000-მა ადამიანმა სწორედ “ბიბლიურ თავისუფლებას” მიმართა და “გირჩის” მღვდელი გახდა.
ინგა ფუტკარაძე
პრემიერ-მინისტრის განცხადება იხილეთ ვიდეოში: