ფიროსმანის აქამდე უცნობი ფოტოს შესახებ ახალი მტკიცებულება გაჩნდა

სოციალური ქსელით გავრცელებულ ფოტოზე, სავარაუდოდ ფიროსმანის გვერდით ერთ-ერთმა მოქალაქემ თავისი პაპა ამოიცნო.

ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის სავარაუდო ფოტოსურათთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია ვრცელდება. სოციალური ქსელით გავრცელებულ ფოტოზე ფიროსმანის გვერდით თავისი პაპა ლეონტი სხირტლაძე, ერთ-ერთმა მოქალაქემ ამოიცნო.

ფიროსმანის აქამდე უცნობი ფოტო ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებამ გამოაქვეყნა, ფეისბუქმომხმარებელმა ბაბუის შესახებ მათ აცნობა. ინფორმაცია იმას ადასტურებს, რომ აქამდე უცნობ საარქივო სურათზე ამქრის წევრები და ხაშურელი რკინიგზელები არიან გადაღებული.

ლეონტი სხირტლაძე 1918 წელს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დაახლოებით ნიკო ფიროსმანის ასაკის იყო და ხაშურის რკინიგზაზე ჯერ მუშად, ხოლო შემდეგ მემანქანედ მუშაობდა.

 

ლეონტი სხირტლაძე

 

 “დედაქალაქიდან გამოგვეხმაურა ლევან სხირტლაძე, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის, ფიზიკისა და ასტრონომიის ცნობილი პედაგოგის, გრიგოლ სხირტლაძის შვილიშვილი და მოგვაწოდა თავისი პაპის, ლეონტი სხირტლაძის ფოტოსურათები და ინფორმაცია თავისი წინაპრების შესახებ. ბატონ ლევანს, როგორც კი უნახავს ფიროსმანის სავარაუდო ფოტოსურათი, მის გვერდით მჯდომ პიროვნებაში, მაშინვე, თავისი პაპა ამოუცნია. ლეონტი სხირტლაძე გარდაცვლილა 1918 წელს, 55 წლის ასაკში, როცა მისი ვაჟი, გრიგოლ სხირტლაძე იყო 9 წლის. გამოდის, რომ ლეონტი დაბადებული უნდა იყოს 1863 წელს. აღნიშნული პიროვნება ფიროსმანის თანატოლი უნდა ყოფილიყო. ლეონტი სხირტლაძე მუშაობდა ხაშურის რკინიგზაზე, ჯერ მუშად, მერე მემანქანედ. ინფორმაცია ძალიან წაგვადგა ჩვენი ვარაუდების განსამტკიცებლად, რომ ფოტოზე ამქრის წევრებთან ერთად გამოსახულნი უნდა იყვნენ ხაშურელი რკინიგზელები”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია ის, რომ ლევან სხირტლაძემ დაზუსტებით არ იცის, მისი პაპის გვერდით ახალგაზრდა კაცი ნამდვილად ფიროსმანია, თუ არა.

თაკო ბოკუჩავა

ასევე წაიკითხეთ:

ფიროსმანის ახალი ფოტო აღმოაჩინეს – 28 წლის მხატვარი ძირძველ ხაშურელებთან


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი