14 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

14 დეკემბერს თბილისში უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.

ქუთაისში +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ღრუბლიანი დღეა ნავარაუდები, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +6 გრადუსია, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ღრუბლიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +10, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +10 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი.

გუდაურში დღისით +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +6, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +10 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +11 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი