ავტომობილის განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი იქნება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ავტომობილის განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე გარკვეული ღირებულება დაწესდება. პირველადი ინსპექტირების ღირებულება კი უცვლელი დარჩება.

განმეორებითი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის შემდეგი იქნება:

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მიკროავტობუსები) – 30 ლარი;

3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სატვირთო ავტომობილები) – 30 ლარი;

3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები – 20 ლარი;

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებები – 20 ლარი;

ტაქსები – 20 ლარი;

პიკაპი – 20 ლარი;

არაუმეტეს 3500 კგ-ზე სრული მასისა და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და ტრაქტორების გარდა – 20 ლარი;

არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მსუბუქი ავტომობილები) – 20 ლარი.

ინგა ფუტკარაძე