რაჭაში, 50 835 ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკი შეიქმნა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, 50 835 ჰექტარ ფართობზე, რაჭის ეროვნული პარკი შეიქმნა.

დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივა რაჭაში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. კანონპროექტი 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრი, რეგიონი მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს – ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; ტურისტული სერვისები, განვითარდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ტურისტული სალაშქრო ბილიკები, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები, დაინერგება ახალი ტურისტული სერვისები.

აღსანიშნავია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, 16.25 მლნ ევრო მოხმარდება სწორედ დაცული ტერიტორიების, მათ შორის, რაჭის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას.

რაჭაში ეროვნული პარკის შექმნაზე საუბარი 2018 წლიდან მიმდინარეობს.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი